საქართველოში ორდღიან ვიზიტად მყოფი შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს ოპოზიციას შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განცხადა, „ძალიან ნაყოფიერი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო შეხვედრა" გაიმართა.
მისი თქმით, შეხვედრა იყო „იმაზე პროდუქტიული, ვიდრე წარმომედგინა".
„ბუნებრივია, დღევანდელი შეხვედრა და თავად ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი უკვე არის დადასტურებული ფაქტი, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია და ვიცე პრეზიდენტი პენსი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. მათი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ არია 100%0-იანი. ახლა ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე. ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ჩვენზე ნაკლებად ხედავს და გრძნობს, რომ გაორებული განცდა აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებამ უნდა აგრძნობინოს ასევე აშშ-ს რომ დიახ, ისიც 100%-ით მხად არის, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იყოს სტრატეგიული პარტნიორი იმიტომ, რომ ეს არის ურყევი ნება ამ საზოგადოების და არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ გადახედოს ამ საგარეო პოლიტიკურ კურსს", განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შეეხო.
„ვისაუბრეთ, რომ ერთპარტიული გადაწყვეტილებაა მიღებული და „ქართული ოცნება" თვითიზოლაციაშია და მხოლოდ მას სურს, რომ მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და მთელი ოპოზიციური სპექტრი, მთელი საერთაშორისო, ვენეციის კომისია, საქართველოს პრეზიდენტი არის სხვა აზრზე", აღნიშნა ნიკა მელიამ, რომლის თქმითაც, ამერიკელ მაღალი რანგის სტუმართან ასევე პოლიტიკური, ასევე სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხო.
„გვქონდა საუბარი ცალკე აღებულ მიხეილ სააკაშვილზე, ადამიანზე, რომელმაც გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ამ ქვეყანაში. ის, რომ ხელისუფლება დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს საამისოდ, ამაზეც გვქონდა საუბარი,“ განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.