მაიკ პენსი: დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას
01-08-2017, 03:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას, აღნიშნული განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რის მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს".

 

 

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვახორციელებთ იმ დღიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა მოახდინეს 2008 წელს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მყარ პოზიციაზე დგომას. ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისადმი და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რის მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს. ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას, რაც მოგვიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას", განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი