ყურადღება გავამახვილე, მედიის კონტროლის დაუოკებელ სურვილზე, ხელისუფლების მხრიდან, აღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან ოპოზიციის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ერთი-ერთი არის „რუსთავი 2", რომელიც ძალიან დიდი ძალისხმევის და ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით ახერხებს ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ხელისუფლებისგან", განაცხადა შავგულიძემ, რომლის თქმითაც მაიკ პენსთან შეხვედრის დროს, ყურადღება ასევე არაფორმალურ მმართველობაზეც გამახვილდა.
„ყურადღება ასევე გავამახვილე საზოგადოებაში არსებულ იმ საფუძვლიან ეჭვზე, რომ ხელისუფლება ცდილობს საკუთარი გავლენა გაავრცელოს ისეთ ავტორიტეტულ და გავლენიან ინსტიტუტზე, როგორიც არის მართლმადიდებელი ეკლესია, რომ ამ ეჭვის საფუძველს იძლევა ის გაუმართლებელად არაგამჭვირვალე გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. და თანმდევი საკადრო ცვლილებები პატრიარქის დაცვის სამსახურში და სერიოზული დაპირისპირება თავად ეკლესიის შიგნით.... უმთავრესი, რაზეც შევეცადე მიმექცია ბატონი ვიცე პრზიდენტის ყურადღება, ეს არის ის, რაც გამოიხატება არაფორმალურ მმართველობაში", განაცხადა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.