ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება და რუსეთთან ურთიერთიერთობები გვსურს, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი თავის დესტრუქციულ ქმედებებს გააუქმებს, განაცხადა ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაიკ პენსმა ყურადღება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქედებაზე გაამახვილა.
„ჩვენი ვალდებულებების თვალსაზრისით, ჩვენი პოზიციის გაჟღერებისთვის ხაზს გავუსვამ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს აწერს სანქციებს, მას მალე საკანონმდებლო სახე ექნება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცაღა, ჩვენ გვსურს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება. ჩვენ რუსეთთან ურთიერთიობები გვსურს, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი თავის დესტრუქციულ ქმედებებს გააუქმებს. რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა გვსურს, მაგრამ ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა, სამწუხაროდ, საწინააღმდეგოს მეტყველებს. ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობას გავაგრძელებთ და მას გავაღრმავებთ, რათა საქართველომ შეძლოს, რუსეთის აგრესიის შედეგები გადაიტანოს“, განაცხადა პენსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.