ილია მეორემ მაიკ პენსს და მის მეუღლეს საჩუქრად ოქროს სამაჯური და ჯვარი გადასცა
01-08-2017, 07:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის ტაძარში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა. მას შემდეგ, რაც ვიცე პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ტაძარი დატოვეს, შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა.

 

 

„მისმა უწმინდესობამ, როდესაც შეიტყო მისი მობრძანების შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში, გადაწყვიტა, რომ თავად შეხვედროდა ძალიან მაღალი რანგის სტუმარს, პატრიარქის მხრიდან ძალიან დიდი პატივისცემის გამოხატულება იყო. ვიცე პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა ენახა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ასევე ზუსტი ასლი ივერონის ყოვლად წმინდა ხატისა, ასევე საშუალება გვეჩვენებინა წმინდა ნინოს ჯვარი....

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატივისცემის ნიშნად სტუმარს საჩუქრად გადასცა ოქროს სამაჯური, ასევე მის მეუღლეს - ოქროს ჯვარი, ცნობილი, როგორც თამარის ჯვარი. კათოლიკოს-პატრიარქმა სთხოვა ვიცე-პრეზიდენტს, რომ თუ შეიძლებოდა მას გადაეცა საჩუქარი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და პირველი ლედის, მელანია ტრამპისთვის. ვიცე პრეზიდენტმა დიდი პატივით უპასუხა, რომ ის პირადად გადასცემდა საჩუქრებს აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის”, განაცხადა ზვიადაძემ, რომლის თქმითაც, პატრიარქმა პენსს პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის ასევე ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი გადასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი