მოსკოვის საოლქო სასამართლოში სროლების შედეგად, „ბანდა ГТА“-ს საქმის ოთხი ფიგურანტია მოკლული. ინფორმაციას ამ წუთებში „რია ნოვოსტი“ ერთ-ერთი ბრალდებულის ყოფილ ადვოკატზე, დიანა ტატოსოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საქმე გადაცემულია სასამართლოზე, მაგრამ მორიგე გამომძიებელი სხდომებზე დადის. მე ვესაუბრე საგამოძიებო ჯგუფების ხელმძღვანელს. მისი მონაცემებით, 11 ბრალდებულიდან 4 მოკლულია“, განაცხადა ტატოსოვამ.
მოსკოვის საოლქო სასამრთლოს პრეს-მდივანმა ნატალია ოსიპოვამ РИА Новости-ს განუცხადა, რომ შენობიდან ევაკუირებულია ყველა თანამშრომელი, სხდომები გადადებულია. სასამართლოს წარმომადგენელს საგანგებო მდგომარეობის მიზეზები არ დაუსახელებია.
რუსული მედიის ცნობით, არიან დაჭრილებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.