მაია ფანჯიკიძის გადადგომამ ჩემში ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა.
"როდესაც გადადგა სხვა პარტიის წევრი, ამით ფანჯიკიძემ გააფორმა ნეპოტიზმი. ეს არის ნათესაური კავშირის პრევალირება სახელმწიფო ინტერესებზე. მისმა ამ ნაბიჯმა ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ჩემში", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გადადგომა იყო მაია ფანჯიკიძის მხრიდან ყველაზე უხეში შეცდომა.
"მაია ფანჯიკიძე იყო "ქართული ოცნების" წევრი. "ქართული ოცნებიდან" მოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრად. როდესაც ის გადადგა, ეს იყო ყველაზე უხეში შეცდომა რაც მან გააკეთა. გასაგებია როგორი პატივისცემაა ნათესაობის მიმართ საქართველოში, მაგრამ ერთადერთი სწორი სვლა მისი მხრიდან იქნებოდა, რომ გამოსულიყო და ეთქვა – მე ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მოვედი "ქართული ოცნებიდან", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ფანჯიკიძეს ჰქონდა "ქართულ ოცნებაში" საკუთარი დამსახურება, ის შრომობდა.
"ის ამ თანამდებობაზე არ დანიშნულა ალასანიასთან კავშირიდან გამომდინარე, ის მე დავასახელე", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილისვე განცხადებით, მაია ფანჯიკიძის და "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებები ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად უსუსური.
"საგარეო საჭე თვითონ ეჭირათ და მიმართულება ვინ შეცვალა? თვითონვე ნახეს, რომ ძალიან უსუსური აღმოჩნდა ეს განცხადებები", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.