ნინოწმინდის კულტურის ცენტრში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა" გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სპექტაკლი და სპეციალური გამოფენა, რომელიც ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელს მიეძღვნა, შემოქმედებითმა გაერთიანებამ „ეროვნული იმპერატივი", ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა.
გამგეობის ინფორმაციით, კულტურული ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.