სულ მცირე 30 ადამიანია მოკლული ავღანეთის მეჩეთში საღამოს ლოცვებისას მომხდარი აფეთქებისას
01-08-2017, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთის ქალაქ ჰერატში მეჩეთში მომხდარმა აფეთქებამ სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაჭრილია ათეულობით სხვა მოქალაქე. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.

 


ჯავადიას მეჩეთში აფეთქება სამშაბათ საღამოს ლოცვების დროს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე განხორციელდა.

 


ოფიციოზმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები თვითმკვლელი ტერორისტი და მასთან ერთად მყოფი შეიარღებული პირი იყვნენ და ორივე მათგანი ლიკვიდირებულია.

 


„როიტერსი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმისას ყუმბარებიც გაისროლეს.

 


ადგილობრივი გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა მეჩეთის შიგნით, სანამ აამოქმედებდა ასაფეთქებელ მოწყობილობას.

 


მან BBC-ს უთხრა, რომ დაზიანებები აქვს მიღებული დაახლოებით 30 ადამიანს და მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.

 


თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მსხვერპლის რაოდენობა დაახლოებით 20-ს შეადგენდა, თუმცა მეზობელი ირანის სახელმწიფო ტელევიაზიამ  ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ცნობა, რომ სულ მცირე 30 ადამიანი იყო მოკლული და 50 დაჭრილი და ინციდენტში 7 შეიარაღებული პირი იყო ჩართული.

 


ადგილობრივ ავღანურ წყაროებს თავიდან აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ, იუწყება BBC.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი