„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ინტერპოლის მიერ ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან მოხსნას პროკურატურის არასათანადო მუშაობით ხსნის და მის მეუღლესთან დაკავშირებით ერთ ეპიზოდს იხსენებს.
„როდესაც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ჩემი მეუღლისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი იხილებოდა, სააკაშვილი სასწრაფოდ, სპეცრეისით ჩაფრინდა იმ ქვეყანაში, პრეზიდენტს შეხვდა და სთხოვა, ბადრი ბიწაძისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი არ განიხილოთო.
აი, ასე მუშაობდნენ სააკაშვილი და "ნაციონალები!“- განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.