მოსკოვის საოლქო სასამართლოში სროლების შედეგად, „ბანდა ГТА“-ს საქმის ფიგურანტებთან დაკავშირებული მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალას რუსული მედია, მათ შორის ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
"რია ნოვოსტის" ცნობით, ვიდეოზე აღბეჭდილია ხუთი მამაკაცის სხეული, რომლებიც უძრავად არიან დაწოლილი იატაკზე. მათ გარშემო რამდენიმე ადამიანი სამხედრო ფორმაში დგას. ისინი ათვალიერებენ სხეულებს და ეკითხებიან ერთმანეთს და იატაკზე დაწოლილ მამაკაცებს: "შენ ცოცხალი ხარ, არა? ეს ცოცხალია თუ მკვდარი?"
სააგენტომ სასამართლოს შენობაში მომხდარი მკვლელობების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ერთ-ერთი ბრალდებულის ყოფილ ადვოკატზე, დიანა ტატოსოვაზე დაყრდნობით გაავრცელა.
„საქმე გადაცემულია სასამართლოზე, მაგრამ მორიგე გამომძიებელი სხდომებზე დადის. მე ვესაუბრე საგამოძიებო ჯგუფების ხელმძღვანელს. მისი მონაცემებით, 11 ბრალდებულიდან 4 მოკლულია“, განაცხადა ტატოსოვამ.
მოსკოვის საოლქო სასამრთლოს პრეს-მდივანმა ნატალია ოსიპოვამ РИА Новости-ს განუცხადა, რომ შენობიდან ყველა თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო სხდომები გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.