თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე პეკინის ქუჩაზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზე ისაუბრა.
დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნარმანიამ განაცხდა, რომ დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი. 4 გზაჯვარედინიდან მოწყობილია საფუძვლის ფენები და საფარის ქვედა ფენა სამზე, დარჩენილია მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინი, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.
„ყველას მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია და აქვე გეტყვით, რომ წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
მიმდინარე კვირიდან, ჯივიპი სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს დაიწყებს. პროცესი მიმდინარეობს დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რათა 10 სექტემბრისთვის, სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენმა თანამოქალაეებმა პეკინზე შეუფერხებლად გადაადგილება შეძლონ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს კვლევა პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების თაობაზე", განაცხადა მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.