ბარსელონას მენეჯერმა, ერნესტო ვალვარდემ ბრაზილიელ ფორვარდს ნება დართო არ ევარჯიშა და „დაელაგებინა სამომავლო გეგმები“.
ნეიმარმა ოთხშაბათს თავის გუნდთან ვარჯიშისას განაცხადა, რომ სურდა დაეტოვებინა ესპანური საფეხბურთო კლუბი.
25 წლის ფეხბურთელში პარი სენ-ჟერმენი (PSG) აპირებს რეკორდული თანხის, 222 მილიონი ევროს გადახდას.
ნეიმარი 2013 წელს, 54.3 მილიონ ევროდ, ბრაზილიური კლუბ „სანტოსიდან“ გადავიდა ბარსელონაში.
მისი წარმომადგენელი ვაგნერ რიბეირო აცხადებს, რომ ნეიმარს პარი სენ-ჟერმენმა კვირაში 730,000 ევრო შესთავაზა.
მან ასევე განაცხადა, რომ ფორვარდი „ახლოს იყო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან“.
ნეიმარის გადასვლასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა ახლახან დაიწყო, მაგრამ ბარსას პრეზიდენტმა, ჯოსეფ მარია ბარტომეუმ BBC-ს განუცხადა, რომ მოთამაშე კლუბს არ ტოვებდა.
ნეიმარმა კატალონიელების მხარეს ახლახან ითამაშა ამერიკაში საერთაშორისო ჩემპიონთა თასისთვის, სანამ ჩინეთში კომერციული ვალდებულებების შესასრულებლად გაემგზავრებოდა.
ფეხბურთელი ესპანეთში სამშაბათს ჩაფრინდა და ვარჯიშს ოთხშაბათსვე დაუბრუნდა.
ბრაზილიელს ბარსელონას შემადგენლობაში გატანილი აქვს 105 გოლი, მოგებული აქვს ორი ლიგის ტიტული, სამი ესპანეთის საფეხბურთო თასი და ჩემპიონთა ლიგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.