გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პოლიცია გამოიძახა
20-04-2015, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ამ წუთებში გამგებლის, გივი გერგიძის კაბინეტში პილიციის ათამდე თანამშრომელი იმყოფება. გამგებლის კაბინეტში ჟურნალისტებს არ უშვებენ.

 
პოლიციის გამოძახების შემდეგ, გამგებელმა მოქალაქეთა მიღება შეწყვიტა. გამგეობაში პოლიცია გივი გერგიძემ მას შემდეგ გამოიძახა, რაც მოქალაქეთა მიღებაზე დასწრების სურვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ახლად შექმნილი ”ანტიკორუფციული კომისიის”  წევრებმა გამოთქვეს.

 
“ნაციონალურმა მოძრაობამ” გურჯაანში გამგებლის “კორუფციული საქმიანობის” შემსწავლელი კომისია შექმნა. პარტიის წევრები, აქტივისტებთან ერთად, დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას ადგილზე გააკონტროლებენ. ამის შესახებ განცხადება გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ღვინიაშვილმა გურჯაანში ანტიკორუფციული კომისიის პირველ სხდომაზე გააკეთა.


ღვინიაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი ხელუსუფლების საქმიანობას საქართველოს ყველა რეგიონში შეისწავლის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი