ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორში მდებარე არქიტექტურულ კომპლექსზე არქეოლოგებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არქეოლოგიური სამუშაოები წარიმართა ორ უბანზე: წმ. გიორგის ტაძრის ჩრდილოეთ მინაშენში, სადაც აღმოჩნდა ქვის ყორეკედლიანი სამარხი. მასში დაკრძალული იყო ორი მიცვალებული ერთმანეთზე. აღნიშნული სამარხის აღმოჩენამ მინაშენში, დაადასტურა სპეციალისტთა მოსაზრება, რომ ჩრდილოეთის მინაშენი ეკვდერს წარმოადგენდა.

სააგენტოს ინფორმაციითვე, მეორე უბანზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოავლინა სრულიად ახალი ტაძარი, რომელსაც სამხრეთით აქვს ეკვდერი. ეკვდერის ნახევარწრიული აბსიდის წინ აღმოჩნდა კარგად დამუშავებული ქვის ფილებით ნაგები სამარხი, რომელშიც ერთი მამაკაცი იყო დაკრძალული. ტაძარი მოგვიანებით გადაკეთებულია: გაზრდილი და ამაღლებულია საკურთხეველი, ამოშენებულია კანკელი. ტაძარსა და ეკვდერს, აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს ერთნავიანი საწნახელი, რომლის გაწმენდა 2016 წლის არქეოლოგიური სამუშაოების დროს მოხდა. როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, ტაძარი თავიდანვე საძვალე სამლოცველოდ იყო ჩაფიქრებული, რომლისთვისაც საბარძიმე ღვინო ტაძრის კედელზე მიდგმულ საწნახელში იწურებოდა.
გარდა არქეოლოგიური სამუშაოებისა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა, კომპლექსზე საკონსერვაციო სამუშაოებიც ტარდება.
სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე მოხდა კომპლექსში შემავალი ორნავიანი საწნახლის კონსერვაცია. ტაძრის სრული კვლევა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მომდევნო წელს აქვს დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.