ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნების მიღება გაიმართა
03-08-2017, 00:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოლიმპიურ კომიტეტში უნგრეთის ქალაქ დიორში ჩატარებული 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნების მიღება და ჯილდოების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

 

 

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ლერი ხაბელოვთან ერთად დაესწრო.

 

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიორში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სპორტის 10 სახეობაში ჩატარდა. საქართველო ფესტივალზე სპორტის 7 სახეობაში 33 სპორტსმენით წარსდგა.

 

 

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მოიპოვა ოქროს 4, ვერცხლის 1, ბრინჯაოს 4 მედალი და საბოლოო ცხრილში მე-11 პოზიცია დაიკავა.

 

 

აღსანიშნავია, რომ 9-დან 8 მედალი ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზეა. 1 ბრინჯაო კი კანოეში გია გაბედავამ დაისაკუთრა.

 

 

ახალგაზრდული ფესტივალის მედალოსნებს სამშენებლო კომპანია „სვეტის" წარმომადგენელმა ფულადი პრიზები გადასცა. 

 

 

„ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენი სპორტსმენების, მომავალი თაობის წარატებით ასპარეზობა კიდევ ერთი დასტურია სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ორგანიზაციების შეთანხმებული და კარგად დაგეგმილი მუშაობის. სასიხარულოა, რომ საქართველოს დელეგაციამ ასეთი შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა და მომავალი ტურნირების წინ განსაკუთრებული მოლოდინი გაგვიჩინა. ახალგაზრდულ ფესტივალზე მიღებული გამოცდილება აუცილებლად იქცევა წინაპირობად ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით გამოსვლის. ეს გოგო-ბიჭები, ნიჭიერი და ჯანსაღი თაობა, რომელიც აქედანვე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველოს დროშით ასპარეზობას, უახლოეს მომავალში არაერთხელ გვასახელებენ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, დელეგაციის თითოეულ წევრს, ყველას ვინც ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩართული იყო და წარმატების მოსაპოვებლად ყველაფერი გაიღო. მადლობა მედალოსნებს და მადლობა იმ სპორტსმემებს, რომლებიც ამჯერად უმედლოდ დარჩნენ, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს", განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი