ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 7,784 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 69%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება კი დღეის მდგომარეობით, 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 4,616 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5,800 ტონა იყო. შესაბამისად, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს.
ქ. გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (78%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11%), სომხეთის რესპუბლიკაში (5%), ასევე ყაზახეთსა და უკრაინაში ხორციელდება", აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.