შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 15.2-კმ-იანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღსადგენი მონაკვეთი ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს - იწყება სოფელ უწერაში, კვეთს სოფელ გლოლას და მთვარდება კურორტ შოვში. აღნიშნული საავტონობილო გზა მდინარე რიონის და ჭანჭახის გასწვრივ მთიან ტერიტორიას მიუყვება.
„პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის და 8 ხიდის აღდგენა. ასევე, განხორციელდება წყალგამტარი მილების, მიერთებების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობის სამუშაოები. მოეწყობა მოსახლეობის ეზოში შესასვლელები. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.
ამ დროისათვის ადგილზე მილების, ბეტონის კიუვეტებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 8 272 300 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანი დასაქმებული. სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება“, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.