თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე ისტორიული სახლის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
03-08-2017, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კალაუბანში, ბეთლემის ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტი თბილისის განვითარების ფონდის მიერ, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა.

 


დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი, კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან და თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 


„მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულებულია და ბეთლემის N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებს. თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ გადარჩა ნგრევის პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მეორე მხრივ 13 ოჯახის პრობლემა მოგვარდა. დღეს მათ აქვთ დასრულებული სახლი ყველანაირი კომუნიკაციით. ახლა თვითონ მოსახლეობამ უნდა გააკეთოს შიდა რემონტი. ჩვენ, ჩვენი გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე დავასრულეთ და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება შესრულებულია", განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ხანძრისგან დაზიანებული ორსართულიანი სახლის დემონტაჟი 2014 წლის ზაფხულში განხორციელდა. შემდგომ ეტაპზე, შენობის ისტორიული სახის აღსადგენად, მომზადდა პროექტი, რომლის შესაბამისად 2015 წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაზიანებული შენობა, კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ახლიდან აშენდა. შენობის ფასადის მშენებლობისას ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პრინციპების დაცვით, გამოყენებულ იქნა ავთენტური მასალები. მობინადრეთა სანიტარულ-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, შეიცვალა შენობის ინტერიერის ძველი გეგმარება, მოეწყო სამზარეულო და სანიტარული დანიშნულების ინდივიდუალური ფართები.

 

 

აღდგა და ქვით მოპირკეთდა თუმანიანსა და ბეთლემის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გზა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, როგორც შენობის და ეზოს ფარგლებში მოქცეულ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებს, ასევე, მაგისტრალურ ქსელებამდე მიმყვან ტრასებს. კეთილმოეწყო და გაიხსნა დროებით ჩაკეტილი საავტომობილო გზის მონაკვეთი. საცხოვრებელი სახლის ეზო ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული ღობით შემოიზღუდა და იზოლირდა ქუჩისგან. გამწვანდა ეზოს ტერიტორია და მოეწყო სკვერი.

 

 

ბეთლემის ქუჩა N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი, რომლებიც სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში, დროებით ქირით იყვნენ გაყვანილნი, ახალ, კეთილმოწყობილ სახლებს დაუბრუნდებიან. საერთო ჯამში, კალაუბანში, ბოლო 3 წლის მანძილზე, თუმანიანისა და ბეთლემის ქუჩებზე, 4 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამშენებლო - სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა", აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი