საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს“, აღნიშნულია ფრაქციის განცხადებაში.
გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში დღემდე, პარტია, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელი და დასაცინია.
„კიროვის პარკის” შესასვლელთან იყო დიდი პლაკატი, ბრეჟნევი გვიქნევდა ხელს, სადაც ეწერა: „პარტიისა და ხალხის ურღვევი ერთობა იყო და არის საწინდარი ჩვენი საზოგადოების უძლეველობისა”. ეს იყო შეჯამება იმ აზროვნების, რომ მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა და პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში და დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გადავძლიეთ და მუდმივად, პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი....
საარჩევნო კანონს რომ შევხედოთ, ძალიან ღიად საუბრობენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, რომ იცით რაშია საქმე, ბონუსი მთავრობას სჭირდება იმისთვის, რომ იყოს სტაბილური ხელისუფლება. ანუ, თუ პარლამენტში არის რამდენიმე პარტია და მათ უნდა შექმნან კოალიცია, თურმე ეს არის ცუდი, რომ ვინმესთან თუ შენ უნდა მოილაპარაკო რაღაც თემაზე, ეს ყოფილა ცუდი. ეს ყოფილა თურმე ქვეყნის სისუსტე, მარგამ, ერთი პარტია თუ არის ძლიერი, ეს არის კარგი. ამ დროს მთელი ევროპული პოლიტიკა სწორედ მოლაპარაკებებზე დგას“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.