სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ორი თვის განმავლობაში ახალი ID ბარათები უფასოდ გაიცემა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით, ახალი ტიპის პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა მათთვის, ვინც არის 16 წლის ან მეტის და არასოდეს აუღია ეს დოკუმენტი.
ხეცურიანმა და ტაბიძემ განაცხადეს, რომ მოქალაქეთა გაბარათიანება ხელს უწყობს მონაცემთა ბაზის დახვეწას და საარჩევნო სიების სრულყოფას.
პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლების ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.
აქციის ფარგლებში, მოქალაქე გათავისუფლდება პირადობის მოწმობის, ფოტოსურათის გადაღებისა და ბანკის მოსაკრებლის საფასურისგან.
დაკარგული ან დაზიანებული მოწმობის ნაცვლად ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ არ გაიცემა. ასევე, იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დღემდე ახალი პირადობის მოწმობა 1 500 000 მოქალაქეს აქვს აღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.