პოლიციის განცხადებით, 12 პატიმარი გაიქცა ალაბამას ციხიდან მას შემდეგ, რაც მათ არაქისის კარაქის გამოყენებით ეშმაკურად დაიყოლიეს დაცვა მათთვის კარები გაეღოთ და გარეთ გაეშვათ.
პატიმრებმა გასასვლელი კარის ნომერზე წაუსვეს არაქისის კარაქი, ამით დააბნიეს დაცვის ახალი თანამშრომელი და მოახერხეს დაწესებულებიდან გაქცევა.
შემდეგ პატიმრებმა თავიანთი სტაფილოსფერი ტანსაცმელი და საბნები გამოიყენეს მავთულხლართიან ღობეზე გადასასვლელად.
კვირას გაქცეული თორმეტივე პატიმარი დაიჭირეს და უკან დააბრუნეს ციხეში.
თორმეტიდან თერთმეტი, გაქცევიდან 12 საათში დაიჭირეს. ბოლო გაქცეულთაგან ერთ-ერთმა მოახერხა პოლიციელებს სამშაბათ საღამომდე დამალვოდა.
ადგილობრივი შერიფის „ფეისბუკის“ გვერდის მიხედვით, 24 წლის ბრედი ენდრიუ კილპატრიკი იყო ერთადერთი, რომელმაც ოლქის დატოვება მოახერხა.
იგი მოგვიანებით ფლორიდაში, ტეკუესტაში დაიჭირეს.
განცხადებაში ალაბამას შერიფის ოფისმა აღნიშნა: „პატიმრებმა ისარგებლეს იმ უპირატესობით, რომ თანამშრომელი ახალი იყო და გასავლელი კარის ნომერი არაქისის კარაქით მოთხუპნეს.“
„როდესაც პატიმრებმა უთხრეს დაცვას გაეღო კარები, მან უყურადღებოდ გააღო გასასვლელი კარები“, წერია განცხადებაში.
როგორც ადგილობრივმა შერიფმა, ჯეიმს ანდერვუდმა Fox News-ს განუცხადა, დაცვას ეგონა კარს ერთ-ერთ პატიმარს უღებდა საკანში შესასვლელად. მოგვიანებით დაცვის ახალმა თანამშრომელმა გაქცეულები აღწერა, როგორც „მელასავით ცბიერი“.
ბატონმა ანდერვუდმა განაცხადა, რომ ოლქის ციხე ამჟამად ეძებს გზებს როგორ აირიდოს თავიდან მსგავსი შემთხვევები მომავალში და როგორ „დანომრონ კარები ისე, რომ არაქისის კარაქმა ვეღარ იმოქმედოს“. მან დაამატა: „მათი მხრიდან გაქცევის ეს სქემა ძალიან ჭკვიანურია“.
კვირას გაქცეულ პატიმრებს ბრალად ედებათ ქურდობა, ნარკოტიკების შენახვა-გასაღება და მკვლელობის მცდელობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.