მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში მდებარე ნამოსახლარ დიდგორას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ნამოსახლარი დიდგორა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახის ჩრდილოეთით, 2 კმ-ის დაშორებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში მდებარეობს.
ნამოსახლარი გორის სიმაღლე 6-8 მ-ია, დიამეტრი- 50-60 მ. ხელოვნური გორა ვაკეზე მდებარეობს.
„გორაზე მრავლად მოიპოვეპა მორუხო-მონაცრისფროდ გამომწვარი, შავად ნაპრიალები კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები. ზოგიერთ მათგანს სხვადასხვა გეომეტრიული ორნამენტი ამკობს (ნაპრიალები რომბული ბადე, კანელურები) მოძიებული კერამიკის უმრავლესობა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას მიეკუთვნება, თუმცა აქვე დადასტურდა ანტიკური პერიოდისთვის დამახასიათებელი, მოწითალოდ გამომწვარი და წითელი წერნაქით შეღებილი კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტიც.
ნამოსახლარი დიდგორა, სავარაუდოდ, მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს“, აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.