ხონში სასმელი წყლის დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხონის სერვის-ცენტრის სამუშაო ჯგუფი შესაბამისი ტექნიკით დილიდან ადგილზე იმყოფება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საღამოს საათებში მილსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები დასრულდება და აბონენტებს სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. აღნიშნული 150-მილიმეტრიანი მილსადენით სასმელი წყალი ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შ.პ.ს. „ოლიმერკონტეინერს" მიეწოდება", ნათქვამია ხონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.