საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს.
თავდასხმისას ასევე დაშავდა ჩვენი სამი ჯარისკაცი - კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი და კაპრალი გელა ხარშილაძე, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", ნათქვამია პრემიერის წერილში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.