ხონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. ხონის გამგეობის ცნობით, 550 ოჯახის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის სამუშაოები, ამჯერად, სოფლებში ქუტირსა და გვაზაურში მიმდინარეობს.
„კომპანიის რამდენიმე ჯგუფი მილების მონტაჟს უკვე ახორციელებს. უმეტესწილად მილსადენები მიწისქვეშ გაივლის. პარარელურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ ივანდიდში მცხოვები 650 ოჯახის გაზიფიცირების პროცესი.
ხონში მასშტაბური გაზიფიცირების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დროისთვის ქალაქითან ერთად ბუნებრივი აირი სოფლების პატარა და დიდი კუხის, გოჩა- ჯიხაიშის, პატარა ჯიხაიშის, მათხოჯის მოსახლეობას სრულად მიეწოდება“, აღნიშნულია ხონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.