„ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის, ეს არის იმ ფარგლების, იმ „საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა", აღნიშნული განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„რუსეთის ქმედებების აღწერისას, ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“ გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძველით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის იმ ფარგლების, იმ „საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა,“ განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.