მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორ მიწაზე - ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს კონსული მოემსახურება.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საკონსულო წარმომადგენელი ქ. მიუნხენში, საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით მოქმედ საკონსულო დაწესებულებაში განთავსდება და ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ თანამოქალაქეებს გაუწევს საკონსულო მომსახურებას.
„აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო უწყებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო.
ახლად დანიშნული კონსული ზაქარია მეგრელიშვილი, საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ პირადად გააცნო საქართველოს საპატიო კონსულს კლაუს ჰიპსა და მიუნხენში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს ლერი დათაშვილს“, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.