მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მარტვილის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბეტონის საძირკველი, ბეტონის ბილიკი და ლითონის ახალი ჭიშკარი, მოხდება ეზოს შემოკავება ლითონის მავთულბადით, დამონტაჟდება კანალიზაციის მილები.
„პროექტის ღირებულება 14 702 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
ამ ეტაპზე დასაქმებულია - 6 ადგილობრივი. საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება", ნათქვამია მარტვილის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.