სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი"-ს მიერ განხორციელებულ პროექტში „სპორტი ბარიერების გარეშე" გამარჯვებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა.
სამტრედიის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ფესტივალში გამარჯვებისათვის სპორტსმენებმა ანაკლიის საგზური მოიპოვეს, სადაც პროექტის ფარგლებში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
ფეხბურთელებს და მწვრთნელს, ევგენი დოლიძეს ვალერიანე ფოცხვერიამ, გამგებლის მოადგილემ, ლიზა კრავეიშვილმა და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ნატალია მანჯგალაძემ წარმატებები მიულოცეს.
გამგეობის ინფორმაციით, გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ფეხბურთელთა გუნს და მწვრთნელს საჩუქრად, Black Sea Arena-ზე, „ქართული ხმების" კონცერტზე დასასწრები ბილეთები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.