ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და მისმა მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა.
ნატოს ხელმძღვანელმა პირებმა ალიანსის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს, თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს.
ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას იზიარებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი:
„ჩვენ ვლოცულობთ ავღანეთში მყოფ 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის, რომლებიც დაღუპულ თანამებრძოლს გლოვობენ. საქართველოს, როგორც ყველაზე დიდი ნატოს არაწევრი კონტრიბუტორი ქვეყნის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მისიისთვის. ამ მძიმე წუთებში, მათ გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი პატივია“.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.