თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიუსამძიმრა
04-08-2017, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იზორიამ ღრმა მწუხარება გამოთქვა სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო და ოჯახს მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამი დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მისი განცხადებით, უმცროს სერჟანტს მდინარი ბებიაშვილს საქართველოში კვირას გადმოასვენებენ.

 

 

თავდაცვის მინისტრთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალებისათვის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დიდი დანაკლისია.

 

 

სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი