ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილისა და უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ოპერაცია დაუყოვნებლივ ჩაუტარდათ.
23-ე ბატალიონის ექიმის, კაპიტან ირაკლი ქორთუშვილის განცხადებით, დაშავებული სამხედროები ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და დაგეგმილია მათი გერმანიის ქალაქ ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა. კაპრალი გეგა ხარშილაძე კი, ბაგრამის სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გუშინვე გაეწერა და დაკისრებული ამოცანის შესრულებას შეუდგა.
უწყების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელის ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სახელმწიფო დროშა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო ბაზაზე, ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის შტაბსა და მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ დაეშვა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელობამ და ნატოს ავღანურმა სარდლობამ ერთობლივად მიიღო.
3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპული II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროს სერჟანტს მდინარი ბებიაშვილს სამშობლოში კვირას ჩამოასვენებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.