სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა გოგიასთან ერთად, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
„გომში, ე.წ. ნიკურაძეების უბანში ასფალტ-ბეტონით გზის მოპირკეთების მოსამზადებითი სამუშაოები დაიწყო, სადაც ჯამში, 2 კმ გზა დაიგება. გზის დაგება იგეგმება ასევე ბაღდათი-ვანი-დაფნარის ავტომაგისტრალიდან გომნატეხების მიმართულებით.
გამგებელმა გომის ადმინისტრაციულ ერთეულში შავღელაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობაც მოინახულა. აღნიშნული ხიდი სიძველისგან დაზიანდა და გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ევროტექნიკსი“ ასრულებს“, ნათქვამია სამტრედიის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.