თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილება „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას, კიევის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე ე.ჰ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ქურდობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.