ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს.
გაურკვეველი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით მოთავსებული ექვსივე ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 4 აგვისტოს, გვიან ღამით ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ 22 წლის გოგონა გადაიყვანა. ექიმება მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მათი თქმით, გოგონას სიკვდილის მიზეზი გაურკვეველი ნივთიერების გადაჭარბებული დოზა გახდა.
იმავე დიაგნოზით 4 აგვისტოს რეანიმაციაში მოთავსებული 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი, ამ დროისთვის გაუმჯობესებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.