Gem-fest-ზე Solomun-მა დაუკრა
05-08-2017, 01:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი „Gem-fest-2017” გრძელდება. მთავარ სცენაზე, ამჯერად, მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავმა, Solomun-მა დაუკრა. მსოფლიო დონის ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს 2-საათიანი შოუ-პროგრამა შესთავაზა, სადაც თავისი ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა.

 


სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ანაკლიაში 3 წლის წინ დაფუძნდა წელს მსოფლიო რეკორდს ხსნის და ერთ თვეს გასტანს. წლევანდელი „Gem-fest“-ი ხანგრძლივობასთან ერთად, ყველაზე მეტი ღონისძიების ორგანიზებითაც გამოირჩევა, ფესტივალის ფარგლებში 2 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება უკვე გაიმართა.

 


Solomun-ის შემდეგ კი, მთავარ სცენაზე მსოფლიო დონის ისეთი ვარსკვლავები დაუკრავენ როგორებიცაა: Axwell Λ Ingrosso, Swanky Tunes, Boris Brejcha, Paul Kalkbrenner.

 

 

„Gem-fest”-ის დამფუძნებლის, გიორგი სიგუას თქმით, Solomun-ის კონცერტზე ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - მხოლოდ ამ კონცერტზე ვიზიტორების რაოდენობამ 20 000-ზე მეტს მიაღწია.

 


ფესტივალი 14 აგვისტოს გრანდიოზულად დაიხურება და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს მომდევნო წლამდე დაემშვიდობება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი