დღეს, უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო.
ოფიციალური შეხვედრების გამართვამდე, საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და კიევო-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ეროვნული ნაკრძალი მოინახულა. დელეგაციის წევრები ზეციური ასეულის გმირების ქუჩასაც ეწვივნენ და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ქართველი პარლამენტარები პირველ ოფიციალურ შეხვედრებს უკრაინის უმაღლეს რადაში გამართავენ. დელეგაციის წევრები უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ვლადიმერ გროისმანს და უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფს შეხვდებიან.
დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინტერვიუს მისცემს უკრაინის საპარლამენტო არხს „რადა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.