ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
05-08-2017, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამბროლაურში მშენებარე აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარედ, მდინარე რიონის ჭალა-კალაპოტის გამაგრებით სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორიციელებს.

 


ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა 4 უბანზე, საერთო ჯამში, 1037-მეტრიან მონაკვეთზე ახალი ტექნოლოგიით ხორციელდება.

 


როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ახალი ტექნოლოგია გულისხმობს, ექსკავრირებული და დამსხვრეული მასის ცემენტისა და ნაცრის გამოყენებას სპეციფიკური ოდენობით. დამცავი კედელის გამაგრება ხდება ბაზალტის ბადის ბეტონის ფენის დაფარვით. აღნიშნული ტექნოლოგია, საქართველოში პირველად გამოიყენება. ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა მშენებლობის ღირებულების კლება და ტემპების დაჩქარებაა.

 


პროექტის განხორციელების შედეგად, ნაპირდამცავი ნაგებობა აეროპორტს, მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარე რიონის სანაპირო ზოლს დატბორვისგან დაიცავს.

 


სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 011 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი