საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლონეთში უკრაინული პასპორტით ჩავიდა.
სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის მოქალაქობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით მიღებული „უკანონო" გადაწყვეტილების გასაპორტესტებლად, უკრაინაში სასამართლო პროცესამდე დაბრუნდება.
„უკრაინული პასპორტით ჩვეულებრივად გამოვფრინდი აშშ-დან და ჩვეულებრივად ჩამოვედი პოლონეთში, გავიარე შესაბამისი კონტროლი... უკრაინაში მე სასამართლო პროცესამდე დავბრუნდები, რათა ჩემი უფლებები დავიცვა და გავასაჩივრო ეს აბსოლუტურად უკანონო განკარგულება", განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, იგი პოლონეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს გამგზავრებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.