ასპინძაში ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი გაიხსნა
05-08-2017, 08:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაბა ასპინძაში ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი გაიხსნა. საზეიმო ვითარებაში ლენტი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაჭრა.

 

 

 

 

 

ასპინძის გამგეობის ცნობით, მონუმენტური ძეგლის სიმაღლე 7 ხოლო სიგანე 2,70 მეტრია. იდეისა და ძეგლის ავტორია მოქანდაკე დავით ტაბატაძე. ავტორთან ერთად, ძეგლზე მხატვარ- მოქანდაკეებმა პაატა ნარიმანიშვილმა და მამუკა მაღლაკელიძემ იმუშავეს. ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლის დადგმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 310 000 ლარით დაფინანსდა. 

 

 

 

 


ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე და ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე გამოვიდნენ.

 

 

 

 


ღონისძიების სტუმრებს დღის განმავლობაში, სახვითი და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენებზე, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისა და სახალხო დღესასწაულისათვის სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების, მეხსური ტრადიციებისა და ადათ-წესების გაცნობის საშუალება ჰქონდათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი