დუშეთს ევროპის საბჭოს ექსპერტები სტუმრობდნენ
05-08-2017, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთს პროექტის „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმარათველობის განხორციელების პროცესში'' სამუშაო ვიზიტად კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და ევროპის საბჭოს ექსპერტები მელანი სტივენსი და ოლვენ ბორნი სტუმრობდნენ.

 


დუშეთის გამგეობის ცნობით, შეხვედრის მიზანს პროექტის განხორციელების პროცესში სამუშაო ჯგუფის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და მსგავსი ინიციატივების განმახორციელებელ გამგებლებს შორის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

 

 

„შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემები, იდენტიფიცირდა საუკეთესო პრაქტიკები. შეხვედრის შედეგების გავრცელება დაგეგმილია რეგიონული შეხვედრისას, რომელიც 2017 წლის ბოლოს გაიმართება.

 

 

პროექტით გახდი გადაეყვეტილების მიმღები ადგილიბრივი თვითმმართველების პროცესში'' დუშეთმა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ საგრანტო კონკურსში პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის'' 2016 წლის დეკემბერში გაიმარჯვა. პროექტის მიზანია, კრეატიული და თანამედროვე პრაქტიკების დანერგვით მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტთან ერთად, აღნიშნულ კონკურსში საქართველოდან არჩეული იქნა კასპისა და თიანეთის საპროექტო წინადადები. სამუშაო შეხვედრას პროექტზე მომუშავე ჯგუფთან ერთად, რომლის მენეჯერიც ადგილობრივ დონეზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელია, ეროვნულ დონეზე პროექტის კონსულტანტი გიორგი მესხიძე ესწრებოდა“, აღნიშნულია დუშეთის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი