ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაისში სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას გეგმავს, რის განსახორციელებლადაც ,,ნაცმოძრაობა“ აქტიურად მუშაობს. მამალაძემ ეს, გაზეთ ,,კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,სააკაშვილმა ღიად თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას რევანშის გზით აპირებს. 21 მარტის აქციისთვის მას 50 ათასი კაცი სჭირდებოდა, რომ შეთქმულების გეგმა განეხორციელებინა და ხელისუფლება დაემხო. მან 10 ათას კაცზე მეტი ვერ მოაგროვა, ამის გამო შედგენილი გეგმა ამჯერად ვერ განახორციელეს. ამან მიშა ისტერიკაში ჩააგდო და ერთი კვირა ბრიტანეთის წამყვან კლინიკაში მკურნალობდა“,- ამბობს მამალაძე.
ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება უნდა მოხდეს.
,,სააკაშვილი ისეთ ფსიქოტიპს განეკუთვნება, რომელსაც სამშობლო არ სჭირდება, ეს მისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია. მისთვის მთავარია სკამი დაიბრუნოს, რისთვისაც შეთქმულების გეგმა მოამზადა. მას ქუჩაში დიდი მასის გამოყვანა სურს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ბლოკირება გააკეთოს, ამას კი სააკაშვილის ტელევიზიები და გაზეთები ხალხის ამბოხის სახელით გააპიარებენ“,- აღნიშნავს მამალაძე.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი ხელისუფლებაში დაბრუნებას ,,ვარდების რევოლუციის“ გეგმის მიხედვით გეგმავს.
,,აქციაზე სოციალური და ეკონომიკური ლოზუნგებით ხალხს ხელისუფლების დასამხობად წარმართავენ. მიშისტები ყველა სახელმწიფო და ადგილობრივ სტრუქტურებში დღესაც ჭარბად არიან და ესა თუ ის სამინისტრო, რაიონი, პოლიციის განყოფილება თუ სხვა შეუერთდება აქციას. დეპუტატებისა და ჩინოვნიკების განდგომა ხელისუფლებისგან მასობრივი გახდება. არმია გამოაცხადებს, რომ ხალხთან დგას და ასე შემდეგ, სისტემური კოლაფსი ხელისუფლების შლას გამოიწვევს, ასე გააკეთა მიშამ 2003 წელს. მერე გამოვა ,,ხალხის“ რჩეული“ პრეზიდენტი და დროებით ტექნიკურ მთავრობას დაამტკიცებს. მიშა-მიშას ძახილი კიევამდე ჩააღწევს, სააკაშვილს ასე ,,ტრიუმფით“ უნდა დაბრუნება. მერე კი თავის მოწინააღმდეგეების სისხლში ჩაახშობს მთელ ქვეყანას. რაც მარტში ვერ გააკეთა, მაისისსთვის გეგმავს“,- განაცხადა ლევან მამალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.