ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მანილაში, სადაც სამხრეთ აზიის ქვეყნების სახელმწიფოთა ასოციაციის რეგიონული ფორუმი იმართება, მის რუს კოლეგასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს მართავს. ინფორმაციას რუსლი ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
რუსეთის და აშშ-ის დიპლომატიური უწყებების პირველი პირები პირველად ხვდებიან ერთმანეთს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა უხალისოდ მოაწერა ხელი კონგრესის ორივე პალატის მიერ ერთსულოვნად მიღებულ და თეთრ სახლში მასთან გადაგზავნილ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების კანონპროექტს, რასაც კრემლმა რუსეთთან სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი უწოდა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედები გააცამტვერა.
მანილაში მიმდინარე ფორუმს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგ-ჰოც ესწრება, მაგრამ აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მისი და ტილერსონის ორმხრივი შეხვედრის გეგმა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები, მოელიან, რომ ფორუმის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.