საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეცვალა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით.
"მე ვერ გეტყვით, სამწუხაროდ. ეს ჯობს, ადმინისტრაციას ჰკითხოთ. მე რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტს მიწერილი აქვს ოფიციალური წერილი, რომ რჩება იმ რეზიდენციაში, სადაც დღეს არის, ანუ ავლაბრის რეზიდენციაში", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
"ათონელის რეზიდენციის შენობა ექსპლუატაციაშია მიღებული, შემდეგი ეტაპი კი ეკონომიკის სამინისტროსთვის და შემდეგ, ალბათ, პრეზიდენტისთვის გადაცემა იქნება", - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.