თერჯოლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და დეპუტატ ელგუჯა გოცირიძის მხარდაჭერით, „თერჯოლა მედში“ უფასო ქირურგიული ოპერაციები ჩატარდება
07-08-2017, 08:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლაში, სამედიცინო ცენტრ „თერჯოლა მედში“ მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბრამდე უფასო ქირურგიული ოპერაციები ჩატარდება.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ამის შესახებ განაცხადება გამგეობის სხდომათა დარბაზში გამართულ თათბირზე შპს იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრ „თერჯოლა მედის“ მენეჯერმა, ოთარ მაკარიძემ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული კვალიფიციური ექიმების მიერ კატარაქტისა და გლაუკომის ოპერაციები გაკეთდება და წინასაოპერაციო გამოკვლევები უფასო იქნება.

 

 

როგორც მაკარიძემ განაცხადა, აღნიშნული თერჯოლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის მხარდაჭერით განხორციელდება.

 

 

თერჯოლის გამგეობის ცნობით, გამგეობის სხდომათა დარბაზში გამართულ თათბირზე, ამ საკითხის განხილვის გარდა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ქოჩიაშვილმა მოადგილეებთან, კახაბერ კუპატაძესა და მანუჩარ რობაქიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მიმდინარე ინფრსტრუქტურულ და სოციალური პროექტებზე სამსახურის უფროსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისგან დეტალური ანგარიში ჩაიბარა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი