თბილისში, გელოვანის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის" საკალათბურთო მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და კომპანია „გალფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მერიის ცნობით, დავით ნარმანიამ, ზაზა ფაჩულიამ და კომპანია „გალფის” ხელმძღვანელობამ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს და მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მათივე ინფორმაციით, საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და დიდუბის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ეს არის საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. უბანში, სადაც ზაზა ფაჩულია გაიზარდა, სიმბოლურად კეთდება საკალათბურთო მოედანი. მოედანს დიდუბის გამგეობა კომპანია „გალფთან“ ერთად გააკეთებს. ერთის მხრივ, ამ ადგილს ახალი სპორტული მოედანი შეემატება, მეორეს მხრივ კი, ეს გახდება მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისევე ივარჯიშონ და მოემზადონ, როგორც თავის დროზე ზაზა ფაჩულია ემზადებოდა და ასევე ასახელონ ჩვენი ქვეყანა,“ განაცხადა დავით ნარმანიამ. ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.