თბილისში, დიდ დიღომში „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ცალკეული კერების ჩაქრობა ხორციელდება.
მისივე თქმით, დაიწვა 2 ჰექტრამდე ტერიტორია, სადაც განთავსებული იყო ძველი ავეჯი და ძველი საბურავები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.