თაღლითობის ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავეს
20-04-2015, 08:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თაღლითობისა და უკანონო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავა.


გენერალური ინსპექციის ცნობით, პაკისტანის მოქალაქე, საქართველოში მცხოვრებ ერაყელ მოქალაქეს, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის დამზადებას ჰპირდებოდა, რისთვისაც მას ვითომდა, სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სტრუქტურებში გარკვეული ოდენობის თანხების გადახდისთვის 3 000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა, თანხის ნახევარი კი წინასწარ აიღო.


გარდა ამისა, პაკისტანელმა მოქალაქემ ერაყელ მოქალაქეს ყალბი სამუშაო ცნობა დაუმზადა, რის საფუძველზეც დამატებით 200 აშშ დოლარი გამოართვა.


ამის შესახებ გენერალური ინსპექციის წარმომადგენელმა ლევან როსტომაშვილმა, იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.


„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2015 წლის 28 იანვრიდან მოხელეთა შესაძლო ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილითაა გათვალისწინებული. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 2015 წლის 20 აპრილს თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ფაქტზე პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ პაკისტანის მოქალაქე, საქართველოში მცხოვრებ ერაყელ მოქალაქეს საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის დამზადებას პირდებოდა და არწმუნებდა რომ ამისთვის სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სტრუქტურებში გარკვეული ოდენობის თანხების გადახდა იყო საჭირო“, - განაცხადა ლევან როსტომაშვილმა.


იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენის განცხადებით, უწყება მსგავს ფაქტებზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს და სახელმწიფო მოხელის სახელის გამოყენების ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტს, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი