საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე 11 წლით პატიმრობა ემუქრება. განცხადება ამის თაობაზე უკრაინულ გამოცემა „ობოზრევატელთან“ საუბრისას საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა გააკეთა.
„საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სისხლის სამართლის ოთხ საქმეს აწარმოებს, რომელზე დასრულებულია გამოძიება და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყველა ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. მას შემდეგ, რაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, მიუხედავად ბრალდების რაოდენობისა, ყველაზე მძიმე მუხლი სხვა მუხლებს შთანთქავს. კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემდეგ, სასჯელის დაჯამება არ ხდება. ამის გამო, თუ პირს 3-4 ბრალდება აქვს წაყენებული, ის მხოლოდ ერთ სასჯელს მოიხდის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს 11 წლით პატიმრობა ემუქრება თუ სასამართლო მას დამნაშავედ სცნობს“, განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.